aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ოპონენტებმა პრეზიდენტი ლამის მკვლელობის თანამონაწილედ გამოაცხადეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მოქმედებების ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს, მაგრამ აქაც არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთო, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტზე ოპონენტების თავდასხმის საკითხის კომენტირებისას.

“პრეზიდენტის წინააღმდეგ ბევრი კამპანია გვინახავს, ეს ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის. თუმცა, ეს სხვა კამპანია სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ გარკვეულწილად, პოლიტიკის წითელი ხაზები იქნა გადაკვეთილი. მისი ოპონენტები იმდენად შორს წავიდნენ რიტორიკაში, რომ პრეზიდენტი ლამის მკვლელობის თანამონაწილედ გამოაცხადეს. ეს ყველა ადამიანურ საზღვრებს ცილდება.

პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მოქმედებების ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს, მაგრამ აქაც არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთო. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეწყალების კომისიაში ყველაფერი წესრიგშია და კარგია, ამასთან დაკავშირებით დისკუსიების დაწყება. თუმცა, ესეთი აგრესიული ბრალდებები ადამიანურად გაუმართლებელია”, – აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ 25 წლის დედას შვილების თვალწინ დედას ყელი გამოჭრა. ამის გამო უმრავლესობის წევრები მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

იტვირთბა....