aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ვანო ზარდიაშვილი პროკურატურიდან რატომ გაუშვეს იცით?” – ნიკა გვარამია გახმაურებულ მკვლელობაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტს მმართველი პარტია „გაუგონარი ხალხის ენით ებრძვის“ – ასეთი განცხადება გააკეთა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანში“.

“ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს იცით? იმიტომ, რომ ნარკოტესტი ვერ გაიარა, კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში. ამის გამო გაუშვა ეს კაცი ზურა ადეიშვილმა პროკურატურიდან. არ გაუშვია მგლის ბილეთით. სავარაუდოდ, მან განცხადება დაწერა, მაგრამ იქ ხალხი მუშაობდა იმ დროს და ემახსოვრებათ, ჰკითხეთ, მათ შორის გენინსპექციის იმჟამინდელ უფროსებს და ა.შ. ეს კაცი რიხით მაინც ნუ ლაპარაკობს ყველაფერთან ერთად და იმას მაინც ნუ ლაპარაკობს, რომ ადეიშვილის ხელისუფლების დროს შერჩევითი სამართალი იყო. პოლიტიკური ფიგურანტი გახდა ადამიანი, რომელიც ვერაფერში ვერ ერკვევა საერთოდ, გარდა დავალებების შესრულებისა, რომელსაც აძლევდა ვალერი ცერცვაძე. კომიზმამდე მისული ვართ. ვალერი ცერცვაძის ხელის ბიჭი ასამართლებს პრეზიდენტ მარგველაშვილს“,  – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლლეობაში ბრალდებული, რომელსაც ქალის მკვლელობა ედება ბრალად, თავის დროზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა, რის გამოც მას საკმაოდ ბევრი პოლიტიკოს აკრიტიკებს.

იტვირთბა....