aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გარდაბანში 300 მეგავატიანი თბოელექტროსადგური აშენდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიასა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია Dongfang Electric Corporation შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვასა და მშენებლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, კონტრაქტის ჯამური მოცულობა 200 მლნ. დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მლნ. დოლარს უდრის. ჩატარებულია წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები.

ძირითადი მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება. ოპერირების პერიოდში თბოელექტროსადგური სრულად მოიხმას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს.

 

იტვირთბა....