aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის მენეჯერი და იღებს გადაწყვეტილებებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სენაკში, გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდას მიუღებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია.

„სენაკში, გამანაწილებელმა კომპანიამ, „გაზკო პლიუსი“, თუ არ ვცდები, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 68 თეთრი გაეხადა ბუნებრივი აირის ფასი მოსახლეობისთვის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ყველაზე მაღალი ფასია საქართველოში.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვცდილობთ ეს სოციალური ბუნებრივ აირზე ფასი რაც არის ისე გადანაწილდეს, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს ეს შეღავათი. აქ გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის არ ვიცი მენეჯერი, ხელმძღვანელი და იღებს ამ გადაწყვეტილებებს.

ეს ჩვენ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ნაწილობრივ დერეგულირება, რაც არის დღეს განსაზღვრული კანონით, გავაუქმოთ და მარეგულირებელმა კომისიამ ერთიანად დაადგინოს ტარიფები მოსახლეობაზე, რომელიც იქნება თანაბარი“,- განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....