aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით ზუგდიდში ძმამ და ვალების გამო დაჭრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილ ქალს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ  დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ქალი საკუთარმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით, გუშინ, დადიანების მუზეუმის ეზოში დაჭრა. მას გულ-მკერდის და მხრის არეში ორი ჭრილობა აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას შორის შელაპარაკება ქალის მიერ აღებული ვალების საკითხზე მოხდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მამაკაცი, რომელმაც და დაჭრა, დაკავებულია.

იტვირთბა....