aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ღვაწლის შესახებ ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ფაქტობრივად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია:
“დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მის დღეს და მისი ღვაწლით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს და გაათავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო და საქართველოს ეკლესია. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

იტვირთბა....