aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აქციებზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბოკერიას დაპატიმრება იქნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ აქციის დაგეგმვა და ჩატარება მისი კონსტიტუციური უფლებაა. მისი თქმით,  მის მიერ დაგეგმილ აქციაზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას დაპატიმრებას მოითხოვს.

“ზოგიერთი ფეისბუქ- პოლიტიკანის საყურადღებოდ ვამბობ, ვინც ჩემი გვერდის ხშირი სტუმარია: ნუ აწონებთ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ელიტას თავს თქვენი მგზნებარე სტატუსებით. არც მაჟორიტარობის კანდიდატებს აყენებენ სტატუსების ხარისხის მიხედვით და არც მერიებში, თუ სამინისტროებში დასაქმდებით მინისტრის მოადგილეებად. დიდი- დიდი მაისურს გაჩუქებენ, საარჩევნო ნომრის წარწერით და ერთ ცალ კეპს დაგიმატებენ.

მეორე – მე თუ აქციას ვგეგმავ, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა… ეს ჩემი გზაა, ჩვენი სტრატეგიაა და შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის თავგანწირული ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენ- ხალხმა ამ ქვეყანაში მშვიდობიანი აქციის, დემონსტრაციის, მანიფესტაციის მოწყობის უფლება, რაც კონსტიტუციური გარანტიის მიუხედავად, სააკაშვილის დროს წართმეულიც გვქონდა და მწარედდასჯადი აქტიც იყო.

ახლა “ქართული ოცნების” პოლიტიკა სწორედ ქართველი ხალხისა და ბიძინა ივანიშვილის ბრძოლით მოპოვებულ ფასეულობებს უქმნის საფრთხეს… და ვინც ხმის ამოღების ნაცვლად, ტკბილ სტატუსებსა და კომენტარებს წერს ან მე მკბენს, უნდა ესმოდეს, რომ არანაირ სიკეთეს არ უკეთებს მმართველ გუნდს, პირიქით.

“ოცნების” ფეისბუქ-ფანებს იმასაც შევახსენებ, რომ აქციაზე პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკური მოთხოვნების დაყენების უფლება აქვს, დაწყებული კონკრეტული თავცარიელი, არაკომპეტენტური მინისტრის, ისე მთელი მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

ამდენად, ხელისუფლება მის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, ოპოზიციური პარტია- თავის გეზს სთავაზობს საზოგადოებას. ეს ნორმალური პროცესია.
ესაა დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა.

და ბოლოს, ვინც ცდილობს ჩვენი მოქმედებები დააკავშიროს ნაცებთან… ილაპარაკოს და წეროს სისულელე, თითქოს ჩვენ და ნაცებს (ბოკერია-სააკაშვილებს) რაღაცა საერთო ინტერესები გვაქვს, იმ “მოაზროვნეებს” ვეუბნები, რომ სექტემბერ-ოქტომბრის აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ბოკერიას დაპატიმრება (ციხის ბუნტი, მოლაშვილის წამება, უშიშროების საბჭო და ფინანსური მაქინაციები) და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შეფასება რეჟიმად და ამ რეჟიმის “ტვინების” მიცემა პასუხისგებაში. თავს ნუ იგდებთ უხერხულ მდგომარეობაში, ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური, საპარლამენტო ძალა ვართ ქვეყანაში, რომელიც ბოკერია-სააკაშვილიზმს ებრძვის… ხოლო ვინ ეხუტება ბოკერიას, ამისი დანახვა ძნელი არაა. ამ შეთქმულების მონაწილეებიც დაისჯებიან, დრო მოვა.” – წერს ირმა ინაშვილი თავის სოციალურ ქსელში”.

შეგახსენებთ, ირმა ინაშვილმა სექტემბრისთვის მასობრივი აქციის ჩატარება დააანონსა.

იტვირთბა....