aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია: მეორე ტურისთვის ძალიან სერიოზული მობილიზებაა საჭირო

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეორე ტურისთვის ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ბესელიას თქმით, შეხვედრაზე სწორედ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე იქნება საუბარი.

„წინ მეორე ტური გველოდება. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას – წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ოპოზიციური კანდიდატი აპირებს ყველა ის ადამიანი შეიწყალოს, რომლებიც უმძიმეს დანაშაულებში იყვნენ სჯავრდებულნი.

ისინი არიან მსჯავრდებულები ადამიანების წამებაში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. მე ვგულისხმობ სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვებს. აქ საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ამ მანდატის გამოყენება, შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. ამან შესაძლოა სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ძალიან მშვიდად ქვეყანას ხვალინდელი მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს 10:00 საათზე დაწყო.

მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა ცნობილი, პარტიის ლიდერები პარტიის წევრებს ყოველდღე ხვდებიან.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ “ოცნების” ლიდერები საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ.

იტვირთბა....