aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მსჯელობა, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართი ეკუთვნის პრეზიდენტს, ამ ინსტიტუტის დაკნინებაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი  დავით ბაქრაძე პრეზიდენტის სასახლის ათონელზე გადატანას ეხმაურება. მისი  თქმით, იმაზე მსჯელობა, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართი ეკუთვნის პრეზიდენტს, არის ამ ინსტიტუციის დასუსტებისა და დაკნინების მცდელობა.

„სახელმწიფოს გააჩნია ინსტიტუციები და ერთ-ერთი ინსტიტუცია არის პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამიტომ საუბარი იმაზე, რა ფართი უნდა ეკავოს პრეზიდენტს, რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პრეზიდენტს ეს არის დასუსტება და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა.

აქ საუბარი არ არის ფართზე, აქ საუბარი არ არის შენობაზე, საუბარი არის იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნით შესაბამისი პატივისცემა. სახელმწიფო ინსტიტუცია გახლავთ პრეზიდენტი. არსებობს პრეზიდენტის სასახლე ამიტომ პრეზიდენტის ადგილი გახლავთ პრეზიდენტის სასახლეში“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

იტვირთბა....