aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

ბაკურციხეში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს.

ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ტაძარი, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებით თარიღდება.

“უნდა მივმართოთ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დეტალური გამოკვლევა მოხდეს, შემდეგ კი აღდგენა პირვანდელი სახით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ვისი სახელობისაა არ ვიცით. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ძეგლია. ჩემი ვარაუდით, ეკლესია შუა საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული, თუმცა ამას მეცნიერული შესწავლა სჭირდება.”- აღნიშნა თამაზ მარკოზაშვილმა.

იტვირთბა....