aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერების აქციაზე 3 პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად აქცია იმართება ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე. აქციის მონაწილეები გუშინ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ.
ბათუმში მიმდინარე აქციაზე მსვლელობისას სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი თანამოაზრეები მშვიდობიანი მსვლელობისას უსამართლოდ დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მიემართებიან წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მათი სამი თანამოაზრეა გადაყვანილი.

იტვირთბა....