aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“გადაასწრეს ნაცებს”: დავით ზურაბიშვილი ახალ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ ახალ ფარულ აუდიჩანაწერს ეხმიანება. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” “ნაცმოძრაობას” უკვე აჯობა კომპრომატების გამოქვეყნებასა და შემდეგ თავის მართლების მეთოდებში.

“დადგმული ყოფილა თურმე. ყიფიან-ოქუაშვილის ჩანაწერებივით. წინასწარ გაუფრთხილებია სუბელიანს ჯაფარიძე, ტყუილებს ვიტყვიო. ამის შემდეგ კი საათნახევარი იტყუებოდა და ჯაფარიძე, რასაკვირველია, იჯდა მუნჯივით, უქნევდა თავს და ერთხელაც არ შეკამათებია.

ეს რა კარგი რამე ისწავლეს ისე: რაც არ უნდა გამოუქვეყნო, ჩაწერენ იმის საპირისპიროს და გამოაცხადებენ უფრო ადრინდელ ჩანაწერად. ამაში მაინც გადაასწრეს ნაცებს.

ესე იგი იმისთანებს მოიფიქრებენ, რომ გგონია ფსკერია უკვე და ამ დროს ქვემოდან დააკაკუნებენ. თან აღარ გათავდა ეს ქვემოდან კაკუნი რა…” – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება. დღეს კი მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

იტვირთბა....