aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„აწი კასკით გავალთ აივანზე…”: გეგა ფალავანდიშვილის ფანჯარას ტყვია მოხვდა (ფოტო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი მარკეტინგის მენეჯერი, გეგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მისი ბინის ფანჯრის შუშაზე ნატყვიარია. როგორც გეგა ფალავანდიშვილი წერს, სავარაუდოდ შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ, მე-9 სართულზე ფანჯრის შუშა გახვრიტა:

„ღამის 12 საათზე საწოლი ოთახის ფანჯარაში რიკოშეტით მოხვედრილი ტყვია რა პრობლემაა 2017 წელს?!

აქვე დავამატებ ყველას დასანახად:

P.S: ყველა კარგად ვართ, დაზიანდა შუშა, მადლობა მეგობრებს შეწუხებისთვის და ვაკის პოლიციას გამოხმაურებისთვის. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!

P.P.S. კომპეტენტურმა ხალხმა თქვა, ეს ტყვია კი არა, კისტის თოფი ან პნევმატური იარაღი იქნებოდაო! მეც თავისუფლად ამოვისუნთქე“ – წერს ფალავანდიშვილი.

მის პოსტზე მეგობრების შეშფოთებულ გამოხმაურებებს კი გეგა ფალავანდიშვილი  პასუხობს:

„აწი კასკით გავალთ აივანზე…

რა იყო, 90-იანებში 3 ნატყვიარი მქონდა მე-14 სართულის ფანჯარაზე…“

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

“პირველადი დათვალიერებით ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია, მიმდინარეობს გამოძიება”-განუცხადეს “მეტრონომს” უწყებაში.

346388_n

იტვირთბა....