aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-ს ელჩი სპეცოპერაციაში თეთრი სახლის მონაწილეობას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს ელჩმა საქართველოში დღეს უარყო ინფორმაცია, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში ამერიკული მხარე მონაწილეობდა. იან კელის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან მიმართებით შეკითხვები აქვს. ამის შესახებ იან კელიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ელჩი განმარტავს, რომ FBI-ს ექსპერტები გამოძიების პროცესში მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ ჩაერთნენ და ქართველ სამართალდამცველებს ტექნიკურ დახმარებას ამ დრომდე უწევენ. ამერიკის ელჩისთვის ასევე უცნობია იყო თუ არა ამერიკის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ან იმყოფებოდა თუ არა ის საერთოდ საქართველოში.

დიპლომატის განცხადებით, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული და პროცესს ტექნიკურ დახმარებას უწევენ. როგორც კელიმ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის ერთობლივად გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება.

21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....