aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფეთქება რუსთავში: დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, სტადიონზე მდებარე ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შსს-ს ინფორმაციით,  დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.

„21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....