aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩილ მესტვირიშვილი: ჭარბვალიანობის მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის,  არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ჭარბვალიანობის მსგავსი პრობლემები, რომელთა მოგვარება ახლა ხდება, მომავალში აღარ იქნება.

მისი თქმით, პირველი იანვრიდან ძალაში შევა ახალი დებულება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ.

“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა და ამ მიმართულებით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის პირველი იანვრიდან შევა ძალაში ახალი დებულება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მასზე სესხის გაცემა უფრო გართულებული იქნება. სესხის გამცემმა უნდა შეაფასოს პირის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გასცეს სესხი. მსგავსი პრობლემები, რომელთა მოგვარება ახლა ხდება, მომავალში აღარ იქნება”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

იტვირთბა....