aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ალექსანდრე ჯეჯელავა: მენეჯერის დაკავება დემირელის კოლეჯს პრობლემას არ შეუქმნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დემირელის სკოლის ფუნქციონირების შეზღუდვასთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარას მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა.

„ არ მგონია, ამ ადამიანის დაკავებამ სკოლას პრობლემა შეუქმნას, არ ვთვლი, რომ ასე მოხდება. თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის, არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თბილისის დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. დაკავებულს დემირელის სკოლის წილების გადამალვასა და გასხვისებაშიც ედება ბრალი. ამ წილების ნაწილი პროკურატურის ინფორმაციით დაყადაღებულია.

დღეს საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუკს აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადაციო სასჯელი შეუფარდა, რაც 3-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....