aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯანდაცვის სამინისტრო: კლინიკა “თერჯოლა-მედიში” გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს კომისიამ კლინიკა “თერჯოლა-მედიში” გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო.

“კლინიკა „თერჯოლა-მედში“ გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რეგულირების სააგენტოს კომისია დღეს დილიდანვე იწყებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ  სამედიცინო ცენტრ “თერჯოლა-მედიში” ორწლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ, რის გამოც ისინი მთელი ღამის განმავლობაში კლინიკასთან იყვნენ შეკრებილი.

მათი თქმით, 2 დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამო საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. მედიასთან კომენტარზე უარს აცხადებს კლინიკის ადმინისტრაცია.

იტვირთბა....