ხობში, ხანძრის შედეგად დასავებული 67 წლის მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ინფორმაცია პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.