aviabiletebi
კულტურა საზოგადოება

“ჩემი ცოლის დაქალებს” მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფაში ედავებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” სამღვდელობასთან დაკავშირებით გასული სცენის გამო რეაგირება იქონიონ:

„სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით გამოხმაურება. ერთ–ერთმა ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებაში დატოვა შენიღბული სახით ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფის განცდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ სენსიტიური თემით მანიპულირება, ტელეკომპანიისა და მისი გადაცემების რეაკლამირებისათვის. მსგავსი მიდგომები ნებსით თუ უნებლიედ ეხება მართლმადიდებელი საზოგადოების ღირებულებებს. მივმართავთ საქართველოს საპატრირაქოს დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ჩვენი პოზიცია არ ეხება კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ჩვენი ღია წერილის დანიშნულებაა საზოგადოებისა და ტელეკომპანიის ყურადღება შევაჩეროთ იმ საკითხებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ღირსებას და ღირებულებებს. მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ოფიციალური წერილით მივმართავთ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სათანადო რეაგირებისათვის ასევე გავაგრძელებთ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

იტვირთბა....