aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინიდან დეპორტირებული „რუსთავი 2“-ის ოპერატორი სამართლებლივ დავას აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინიდან გამოძევებული და დეპორტირებული „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს.  მისი თქმით,  მას უკრაინელი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად სახლიდან მოიტაცეს.

შავშიშვილი ამბობს, რომ მას არავინ განუმარტა და აუხსნა თუ სად და რატომ მიჰყავდათ. მას მხოლოდ ფიზიკურ შეუარცხყოფას აყენებდნენ და მისი ყველა უფლება დაარღვიეს. ოპერატორი ამბობს, რომ უკრაინის წიინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ, “რუსთავი 2”-ის ოპერატორს თამაზ შავშიშვილს ჯერ უკრაინაში ბინადრობის უფლება გაუუქმეს, შემდეგ კი მოსთხოვეს, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, მის სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ის საქართველოში წუხელ გემით ჩამოვიდა.

 

 

იტვირთბა....