aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სწავლის პროცესი შეწყდა: ბათუმის ერთ-ერთ სკოლას ფაროსანა შეესია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, ბათუმის 23-ე სკოლის შენობის მეორე სართულზე, კაბინეტებში აზიური ფაროსანას შესევის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა.

„წინა დღეებშიც იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დაგვხვდა. თითქმის ყველგან არის ფაროსანა, მაგრამ მეორე სართულზე განსაკუთრებით. ამიტომ სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ სართულზე გვაქვს. აქ თავისუფალი ადგილები გვაქვს და იქ შევიყვანეთ მოსწავლეები. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. რესურსცენტრში მითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში მოვლენ და შეწამლავენ მთლიანად შენობას,“ – უთხრა 23-ე სკოლის დირექტორმა, გურამ ფარტენაძემ „ბათუმელებს“.

„ჩვენთან მხოლოდ მახვილაურის სკოლაზეა ინფორმაცია შემოსული,“ – ამბობს ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი, ლევან ჭანუყვაძე. მისი თქმით, შეწამვლის პროცესი სასაწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, რადდგან „პრეპარატი 2 საათში იშლება“.

რამდენ სკოლაშია ფაროსანას პრობლემა – აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანა ბათუმის 28-ე და 31-ე სკოლების გარე პერიმტერზეც დაფიქსირდა.

„ამ სკოლების შენობებში ფაროსანა შესული არ არის, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ უკვე გამწავნების სამსახურს ამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლაც. შეწამვლითი ღონისძიებები სასწავლო პროცესის შეწყვეტას არ გამოიწვევს,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

არის თუ არა საკმარისი პრეპარატები ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად? – გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ შესაწამლი პრეპარატის მარაგი თითქმის ამოეწურათ და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ხელახლა მიმართავენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 ათასი ლიტრი პრეპარატი გადასცა.

„მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო ფერმერს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოთ გადასცემს. ჯამში ქობულეთის მოსახლეობას გადაეცემა 5300 ლიტრი, ხელვაჩაურს 4200, ქედის 1400, ხოლო ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს კი 2100 ლიტრი. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,“ – აღნიშნავენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტროში.

წყარო: გაზეთი “ბათუმელები”

იტვირთბა....