aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ ევროკავშირის მხრიდან უნდა გამოიხატოს სურვილი საქართველოსთან თანამშრომლობაში, ინვესტიციებით, უვიზო რეჟიმის შემოღებით, რაც აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“.

ცნობისთვის, 21 თებერვალს ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომლის დროსაც მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვებით მიმართეს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრენდან სმიტმა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ ჰილი-რეიმ.​

იტვირთბა....