სასამართლომ, რომელსაც კარგა ხანია უცდიდა საზოგადოება, პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო.
სასამართლო ვერდიქტით, რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. რატიანის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას სასტიკად სცემეს. ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.