ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გომელაურო, ის პიროვნებაც გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით”: ზაზა სარალიძე სათადარიგო გეგმაზე გადადის

როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, ის მოქმედების სათადარიგო გეგმაზე გადადის. მისი თქმით, ის უკვე დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას მისი მოშორება აქვს გადაწყვეტილი.
“ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.
ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს, ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე. ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ. სანამ პირში სული მიდგას, მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის. ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე“, – წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერში, საზარელი მკვლელობა მოხდა ხორავას ქუჩაზე. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩხუბს ორი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა.

იტვირთბა....