aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაურის გამო ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში დაიწერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრულო პოლიციამ ბოლო ორ კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. საუბარია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე. ინფორმაციას სააგენტო იპნ-ი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიის რეგიონში დაჯარიმების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული მუხლის განმეორებით დარღვევისთვის დამატებით ორი ჯარიმა დაიწერა თბილისსა და ქვემო ქართლში.

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი 28 ივნისს დაამტკიცა. დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება ოფიციალურად 15 აგვისტოს აიკრძალა.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაზე – გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებაზე – 150-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირის შემთხვევაში – 500-ლარიანი.

წყარო: “ბიპიენი”

იტვირთბა....