სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ღანირი-ქვიტირის გზაზე ავტომობილი 11 წლის გოგოს დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.