ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სალვუს დეველოპმენტის” დირექტორი დააკავეს, პოლიცია ოფისში იარაღს ეძებს

ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის “სალვუს დეველოპმენტის” მფლობელი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია. ვაკეში, „სალვუს დეველოპმენტის“ მთავარ ოფისში სამართალდამცველები რამდენიმე საათია იმყოფებიან და იარაღს ეძებენ. ჩხრეკა მიმდინარეობს გიორგი სოზაშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

საგამოძიებო სამუშაობები კომპანიის კლიენტებსა და დირექტორს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კლიენტი “სალვუს დეველოპმენტის” ოფისში მივიდა რათა გაერკვია, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერების მიზეზი. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი მოქალაქის მტკიცებით მას “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

დაზარალებული მოქალაქე, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მას იარაღით ემუქრებოდა, პროკურორ, ბექა ეჟიშვილი ძმაა. ინციდენტის შემდეგ ეჟიშვილი „სალვუს დეველოპმენტის” ოფისში სამართალდამცველებთან ერთად მივიდა. ვითარება ადგილზე ძალოვნების გამოჩენის შემდეგ გამძაფრდა.

“სალვუს დეველოპმენტში” აცხადებენ, რომ პროკურორმა და მისმა ოჯახის წევრებმა ვითარება განგებ გაამწვავეს, რადგან ხელშეკრულების თანახმად, რომელიც კომპანია “სალვუს დეველოპმენტმა” მობინადრეებთან გააფორმა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსს მშენებლობა ერთ წელიწადსა და ორ თვეში, 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. კომპანიას ვადები არ დაურღვევია, შესაბამისად გაუგებარია, რა ფარული მიზნები ჰქონდათ, ჯერ სიტუაციის გამწვავებას და კომპანიის დირექტორის დაკავებას.

გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

იტვირთბა....