საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოში ანტი-ოლიგარქიული რევოლუციის შემდეგ დაბრუნდება.
როგორც ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუს დროს სააკაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის დამხობისთანავე დაბრუნდება საქართველოში.
“ანტი-ოლიგარქიული რევოლუცია მოხდება არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. როგორც კი დავამხობ ივანიშვილს, საქართველოში ჩამოვალ. მე უბრალოდ ქართველი პოლიტიკოსი არ ვარ. დიდი ხნის შემდეგ მე საქართველო სახელმწიფოდ ჩამოვაყალიბე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

