ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ოქტომბრის სასახლეში შეჭრას ცდილობენ. უკრაინული მედიის ცნობით, მათ სასახლის შესასვლელი კარი გატეხეს.
კიევში, ინსტიტუტსკის ქუჩაზე მდებარე „ოქტომბრის სასახლეზე“ შეტევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ჯერ მაიდანზე გადაინაცვლეს, ამჟამად კი რადას შენობისკენ მიემართებიან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ”ოქტომბრის სასახლეს” აქციის მონაწილეებმა კარები და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ, შეეწყვიტათ შენობაზე შეტევა და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს.
NewsOne -ის ინფორმაციით, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების კვლავ მაიდანზე დაბრუნება შეძლო, სადაც მან სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სისხლისღვრა არ სურს.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მარშის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდობიანი სვლით გადაინაცვლონ უკრაინის სახელმწიფო რადასთან. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
მედიის ინფორმაციით, „ოქტომბრის სასახლეში“ შეღწევის დროს დაშავდნენ ადამიანები, რომელთა რაოდენობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობსი შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრეცელდება.
უფრო ადრე კიევის ცენტრში სააკაშვილის ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოდესის ექს გუბერნატორმა სწორედ იქ სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ოქტომბრის სასახლეში „საკოორდინაციო შტაბი” განთავსდება.