ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსთან 74 წლის მოხუცი დააკავეს. ამის შესახებ გორიდან “მეტრონომის” კორესპოდენტი იუწყება.
ადგილობრივების განცხადებით, მისი აყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც ის ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

