aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. “რუსთავი ინფოს” ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილებს შემოვლითი გზის მიმართულებით მგზავრობისკენ მიუთითებს. მძღოლებს დედაქალაქში მოხვედრა გაჩიანის და ლილოს შემოვლითი გზით უწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ რუსთავი-თბილისის მაგისტრალის დაკეტვის მიზეზი ფონიჭალაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. უწყების ინფორმაციით, გზის დაგების გამო, პოლიცა უზრუნველყობს, რომ ავტომობილებით გზის გადაკეტვა და მაგისტრალის გადატვირთვა არ მოხდეს და მგზავთა ნაკადს ეტაპობრივად ატარებს.

იტვირთბა....