aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიზნსემენის მკვლელობისთვის რეზო გოგრიჭიანს 15 წელი მიესაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ რეზო გოგრიჭიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის,  წარსულში ნასამართლევი რ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დასტურდა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. გორში, წარსულში განზრახი დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.გ.-მ შურისძიების მიზნით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა გ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.გ. 2017 წლის 9 ივნისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)  და  236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....