ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ეწვია

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელვედერის სასახლეში მეგობრულ სადილზე უმასპინძლებს, ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება.

პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად და ქართველ და უცხოურ მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში. გარდა ამისა, პრეზიდენტი დაბა პიასეჩნოში “ქართულ სახლს” – პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლმუზეუმს ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობა ვიზიტის დროს შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

იტვირთბა....