aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველომ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0058 გრამი „მორფინი“ და ნარკოტიკის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა მ.მ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

შსს-მ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაიწყო, რაც საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს ითვალისწინებს. ბრალდებულს ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....