aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტში მთავრობის სტრუქტურურლი რეოგანიზაციის საკითხზე იმსჯელეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის სტრუქტურურლი რეორგანიზაციის საკითხებზე იმსჯელა.

„მთავრობა და პარლამენტი უახლოესი კვირების განმავლობაში შეიმუშავებენ ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელს, რომელმაც ადეკვატურად უნდა უპასუხოს დღევანდელ მოთხოვნებს და გამოწვევებს. ამ პროცესში ზუსტად უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება სამშენებლო საქმიანობის მაკოორდინირებელი პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეული. უნდა შენარჩუნდეს ისეთი სახით, როგორც დღეს არის თუ შესაძლებელია რაიმე, უფრო ოპტიმალური  ვარიანტი შევთვაზოთ პრემიერ-მინისტრს“, განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ყველა შესაძლო ვერსია, თუ რომელ სტრუქტურაში უნდა მოხდეს ამ უმნიშვნელოვანესი დარგის, მშენებლობის სფეროს კოორდინირება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და მასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო შესაბამის რეკომენდაციას შეიმუშავებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრს  თავის ხედვას შესთვაზებს სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....