ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაკისტანში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა

პაკისტანში მომხდარ ტერაქტს სოციალური ქსელით  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს და პაკისტანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„შეშფოთებას გამოვთქვამ პაკისტანში, ქალაქ პარაჩინარში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო – აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, პაკისტანელ ხალხს და მთავრობას. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე დაგეგმა და განახორციელა, უმკაცრესად აგებს პასუხს,“ – წერს გიორგი კვირიკაშვილი facebook-ის საკუთარ გევრდზე.

შეგახსენებთ, რომ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ტერაქტი შიიტებით დასახლებულ რაიონში ბაზრის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 50-ზე მეტი დაშავებული, მათი ნაწილის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

იტვირთბა....