ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა.

საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა. ვეთანხმები, რომ მან გული გაუტეხა და იმედი გაუცრუა საქართველოს მოქალაქეებს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და თავად უკიდურესი უსამართლობისა და მავნებლობის ჩამდენი აღმოჩნდა. სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ნაცვლად, მათ ღია ომი გამოუცხადეს „იავნანას“ და შედეგად კიდევ უფრო დააზარალეს გაჭირვებული ხალხი, რომელსაც ამ ფონდის დახმარების იმედი ჰქონდა. საქართველოს იმიჯი შელახეს მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებზე, რომლებიც 14 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ფენის კეთილდღობაზე ზრუნავდნენ, განახორციელეს საინფორმაციო ძალადობა. ამ მძიმე და აშკარა დევნაში მონაწილე ყველა პირი კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სამართალდამცავების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დახურონ ეს სამარცხვინო საქმე და ხალხს უთხრან სიმართლე, რომ მეორე წელია ეძებენ დანაშაულს და მხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს პოულობენ ფონდ „იავნანაში“, – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.

სასამართლო პროცესი 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა.

როგორც ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, კობა დავითაშვილმა, აღნიშნული განცხადება, ერთ-ერთი ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა.

იტვირთბა....