aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორწელიწადნახევარია მსჯავრდებულს არ უბანავია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” იურისტებმა მძიმედ დაავადებული შშმ მსჯავრდებულის შესახებ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს.

როგორც ორგანიზაციის იურისტმა ეკა ქობესაშბილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებული 2, 5 წელიწადია #18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, მძიმე ჯანმთელობის მდგომარეობით, საჭიროებს მოვლას, თუმცა ვერ იღებს:

“ორწელიწადნახევარია მსჯავრდებულს არ უბანავია. არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას. არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილდება ეტლით. ამის გამო მიმართა საქართველოს სასჯელაღრსულებისა და პრობაციის სამინსიტროს და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, თუმცა კომისიამ მისი საქმის განხილვის შემდეგ, უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ჩათვალა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად შეესაბამება კომისიის დებულებაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, განამრტა, რომ კომისია დაეყრდნო შსს-დან და მთავარი პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას”, – განაცხადა იურისტმა.

უფლებადამცველები სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიმართავენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო პირობები შეუქმნას შშმ პატიმრებს.

 

იტვირთბა....