aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი: ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა, დემირელის კოლეჯის მმართველის ექსტრადაცია არ უნდა მოხდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ძალიან მნიშვნელოვანია, არ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში მას აღნიშნულ საქმეზე უფრო მეტი ინფორმაცია ექნება.

“ჩვენ პირველივე დღეს მოვინახულეთ ბრალდებული. ასევე, მის ადვოკატებსაც შევხვდით და გარკვეული მასალებიც მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, არ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ამ პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა. ჩვენ დავაკვირდებით საქმის მიმდინარეობას და უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს.

იტვირთბა....