სოციალურ ქსელში მოქალაქე დათო აბზიანიძე პოსტს წერს და ამბობს, რომ ის კლუბ ბასიანში არ შეუშვეს.
“საღოლ, საღოლ. ბოლო 1 წელია, ჩემი ყოველი პარასკევი აქ ცეკვაში გავატარე, მაგრამ დღეს ფეის კონტროლმა არ შემიშვა. ალბათ, ბასიანის წმინდა მუზარადზე ხუმრობისთვის.
BASSIANI, МАДЛОБА. НАХВАМДИС. მართლა”, – წერს აბზიანიძე.
შეგახსენებთ, რომ კლუბის რეზიდენტები მოსკოვში გამგზავრებასა და იქ ფესტივალზე გამოსვლას აპირებდნენ. ამ ყველაფერს კი საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა. ამის შემდეგ, კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტბის ფესტივალზე გამოსვლა აღარ მოხდებოდა. კლუბუს მიერ მოსკოვში გამგზავრებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა. ერთ-ერთი იყო აბზიანიძის მიერ პუტინისთვის ბასიანის მუზარადის დახურება. ამას კი კლუბის დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის პოსტი მოყვა, სადაც ამბობდა, რომ პუტინისთვის მუზარადის დაფარებას მის გამკეთებელს არ აპატიებდა.

