უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების დაგეგმვაც დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებიც და რეფერენდუმიც მაისში ჩატარდეს.

