“ამერიკის მოთხოვნის შემდეგ, ზელენსკი გაზაფხულზე სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმთან ერთად არჩევნებსაც ჩაატარებს” – Financial times ინფორმაციას უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ გეგმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, 24 თებერვალს გამოაცხადებს.
მანამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლების მიერ განხილული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმზე წარედგინება. ოფიციალურმა პირებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ ეროვნული არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს.

