“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა” – წერს სუსი
4 თებერვალს გახარიას პარტიის წევრმა შარაშიძემ განაცხადა, რომ “ივანიშვილის მამუკა მდინარაძე აშშ-ში ჰყავს გაგზავნილი”: “მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში” | თქვა შარაშიძემ. ინფორმაცია მოგვიანებით სუს-მა არ დაადასტურა და თქვა, რომ ის თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.

