კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს , რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.
შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.