aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაბარებაზე: ხელისუფლებას ჩემი განადგურების ინტერესი აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ხელისუფლებას მისი განადგურების ინტერესი აქვს.

“მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოძიებას მივაწოდო. ჩემი წინა დაკითხვა დაკავშირებული იყო აქციის მსვლელობისას გამწარებული ადამიანის სიტყვებთან. მეორე დღეს არც მახსოვდა ეს სიტყვები. აქედან ცდილობენ რაღაცის შექმნას. დღეს იგივე საქმეზე არ ვარ დაბარებული. თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. ამჯერად ის ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული. მისი ადვოკატებისთვის მაჩალიკაშვილის ამ საქმეზე დაბარება გაუგებარია.

იტვირთბა....