ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაგთი” მობილურზე თვიურ ულიმიტო პაკეტს აძვირებს

“მეტრონომს” “მაგთიში” დაუდასტურეს, რომ 18 თებერვლიდან ულიმიტო პაკეტი “მარტივი 25” უქმდება და შეიცვლება პაკეტი “მარტივით”, რომელიც 30 ლარი ეღირება.
“პაკეტში შევა 1500 მეგაბაიტი ინტერნეტი და დაემატება “სილქნეტის” S1-თან საუბარი”, – განგვიმარტეს “მაგთიში”.

აღსანიშნავია, რომ ტარიფებს “სილქნეტიც” აძვირებს “ჯეოსელის”აბონენტებისთვის.

იტვირთბა....