ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა რეზოლუცია – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“, ერთხმად მიიღო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

რეზოლუციის თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სენატი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში.

 

იტვირთბა....