ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს

“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი. ის ძალიან ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას”- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ არა “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაული, რუსეთს არ მიეცემოდა საშუალება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დაეკავებინა.

“სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებების და უნარის შედეგი იყო, რომელიც მივიღეთ და აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა რუსული ბაზების გაყვანა. მისი გაყვანილი ჯარები მიხეილ სააკაშვილმა თავიდან შემოიყვანა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეალურად 3 კანდიდატია. ესენი არიან: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

“ამ ორმა კანდიდატმა ერთად, 27%-ზე მეტი არ უნდა მიიღოს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურშივე მოიგებს.

 

იტვირთბა....