არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ივანიშვილი “ოცნების” ეგზიტპოლზე – 14%-იანი სხვაობა იყო სირცხვილი, ამას კვლევა აღარ ქვია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა  “იმედი ლაივში” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ “ქართული ოცნების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული კვლევა იყო სირცხვილი.

“აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის გაჩნდა ბზარი. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს ფლობს თვითდაჯერება ემატება. ამის გამოხატულება გახლავთ ის, რომ პირველ ტურში იმ დონეზე იყო გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ კვლევებიც კი არ ჩუტარებიათ პროფესიონალური. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას. ესეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღრ ქვია. რეალობასთან აცდენილები იყვნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში “ოცნების” ეგზიტპოლების შედეგებით მათი მხარდაჭერილი კანდიდატი 52%-ს იღებდა და პირველ ტურშივე იმარჯვებდა. თუმცა, ცენტრალური სააარჩევნო კომისიის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 38% მიიღო.

იტვირთბა....